GetClip

ხშირი კითხვები

პასუხები GetClip-ზე: ვიდეოს ჩამოწერა, ტრანსკრიპტი, კრედიტები, გადახდა და AI Studio (AI ფოტო და ვიდეო).

როგორ გამოვიყენო (How to Use)

ყველაფერი ერთ ადგილას: ჩამოწერა, ტექსტი, AI და კონვერტაცია. მოკლედ:

  1. ვიდეოს ჩამოწერა

    ჩასვი ბმული YouTube-დან, TikTok-იდან, Instagram-იდან, Facebook-იდან ან სხვა საიტიდან, აირჩიე ხარისხი (HD, 4K ან MP3) და ჩამოწერე. უფასოა.

  2. ტრანსკრიპტი და სუბტიტრები

    ჩასვი ბმული ან ატვირთე შენი ვიდეო. მიიღებ ტექსტს და სუბტიტრებს (SRT / VTT), შეგიძლია თარგმნო, მოჭრა ან Shorts გააკეთო.

  3. AI Studio

    აირჩიე მზა თარგი ან დაწერე პრომპტი, საჭიროებისას ატვირთე ფოტო და შექმენი AI ფოტო ან ვიდეო. ფასი კრედიტებში წინასწარ ჩანს.

  4. Convert Everything

    სურათი, PDF, Word, აუდიო, ვიდეო (HEVC-იც), ცხრილი და სუბტიტრი სხვა ფორმატში. კონვერტაცია ბრაუზერში ხდება, ფაილი სერვერზე არ იტვირთება. ტექსტის გახმოვანებაც აქაა.

  5. Video Converter

    ვიდეოსთვის: MP4, MOV, MKV, WEBM, GIF, MP3 და სხვა. ჯერ ბრაუზერში ცდის, საჭიროებისას სერვერზე გადაიყვანს.

  6. კრედიტები

    ერთი ბალანსი ყველაფერზე. ყოველდღე გაქვს უფასო ლიმიტი, მეტისთვის შეიძინე პაკეტი ფასების გვერდზე (ბარათით ან კრიპტოთი). ტექნიკური შეცდომისას კრედიტი ბრუნდება.

ვიდეოს ჩამოწერა

ფასიანია?

ვიდეოს ჩამოწერა უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს. ტრანსკრიპტი, კლიპები და AI Studio კრედიტებით მუშაობს, ახალ მომხმარებელს კი საცდელი კრედიტები ეძლევა.

სად ინახება გადმოწერილი ვიდეო?

თქვენი ბრაუზერის „Downloads“ საქაღალდეში. iPhone-ზე: Files აპი, „Downloads“. სერვერზე ფაილი არ რჩება.

რატომ ჭირდება 1080p-ს მეტი დრო?

YouTube და ზოგი სხვა პლატფორმა მაღალ ხარისხში ვიდეოს და ხმას ცალ-ცალკე ინახავს. სერვერი მათ ერთ MP4 ფაილად აერთიანებს, რასაც რამდენიმე წამი ან წუთი სჭირდება ვიდეოს სიგრძის მიხედვით.

პირადი ან „მხოლოდ მეგობრებისთვის“ ვიდეოს გადმოწერა შეიძლება?

არა. მხოლოდ საჯარო ვიდეოები მუშაობს. პირად, ფასიან ან დაცულ კონტენტზე წვდომა არ გვაქვს.

ლეგალურია?

გადმოწერეთ მხოლოდ ის კონტენტი, რომლის უფლებაც გაქვთ: თქვენი საკუთარი ვიდეოები, ღია ლიცენზიით გავრცელებული მასალა ან ავტორის ნებართვით. საავტორო უფლებების დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

ბმული არ მუშაობს. რა ვქნა?

დარწმუნდით, რომ ბმული პირდაპირ ვიდეოზე მიუთითებს (არა პროფილზე) და ვიდეო საჯაროა. პლატფორმები ხშირად იცვლება, ამიტომ ზოგჯერ რამდენიმე წუთში ხელახლა ცდა შველის.

კრედიტები და გადახდა

რა არის კრედიტი?

1 კრედიტი = ვიდეოს 1 წუთის ტრანსკრიპტი. იმავე კრედიტებით იხდი კლიპებს და AI Studio-ში შექმნილ ფოტოსა და ვიდეოს.

რამდენ ხანს მოქმედებს კრედიტი?

ჩარიცხვიდან 30 დღე. ჯერ ყველაზე ძველი კრედიტები იხარჯება. ვადები ჩანს გვერდზე „ჩემი ანგარიში“.

როგორ გადავიხადო?

ლარით: ქართული საბანკო ბარათით (VISA, Mastercard), Google Pay-ით ან Apple Pay-ით. გადახდა ხდება Flitt-ის დაცულ გვერდზე, ბარათის მონაცემებს GetClip ვერ ხედავს.

ბრუნდება თუ არა თანხა?

გადახდილი თანხა არ ბრუნდება. თუ ტრანსკრიპტი, კლიპი ან AI გენერაცია ტექნიკური შეცდომის გამო ვერ შესრულდა, კრედიტი ბალანსზე ავტომატურად ბრუნდება.

AI Studio: AI ფოტო და ვიდეო

რა არის AI Studio?

AI Studio ქმნის AI ფოტოს და ვიდეოს ტექსტიდან ან შენი ფოტოდან: 300+ მზა თარგი, ავატარი, მულტფილმი, 4K-მდე გაფართოება. ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის.

რა ღირს AI ფოტო ან ვიდეო?

ფასი კრედიტებში გენერაციამდე ჩანს თითოეულ თარგსა და მოდელზე. ფოტო დაახლოებით 2-დან 75 კრედიტამდე ღირს, ვიდეოს 1 წამი დაახლოებით 7-დან 80 კრედიტამდე, მოდელისა და გაფართოების მიხედვით.

შემიძლია პრომპტი ქართულად დავწერო?

კი. ქართული და სხვა არალათინური ენის პრომპტი გაგზავნამდე ავტომატურად ითარგმნება ინგლისურად, რადგან მოდელები მას ყველაზე კარგად იგებენ. ბრჭყალებში ჩაწერილი წარწერა უცვლელი რჩება.

რა ხდება, თუ გენერაცია ვერ შესრულდა?

ტექნიკური შეცდომისას კრედიტი ავტომატურად ბრუნდება. თუ მოთხოვნა შინაარსის წესების გამო უარყოფილია (მაგ. 18+ ან ძალადობა), კრედიტი არ ბრუნდება, რადგან მოთხოვნა მაინც დამუშავდა.

რამდენ ხანს ინახება შედეგი?

7 დღე, შემდეგ ავტომატურად იშლება. საჭირო ფაილი დროულად ჩამოტვირთე გვერდიდან „ჩემი ნამუშევრები“.

ვისი ფოტოს ატვირთვა შეიძლება?

შენი ან იმ ადამიანის, ვისგანაც ნებართვა გაქვს. ნუ ატვირთავ სხვის ფოტოს თანხმობის გარეშე და ნუ შექმნი შეურაცხმყოფელ ან შეცდომაში შემყვან შინაარსს.

Convert Everything, გახმოვანება და სხვა

რა არის Convert Everything?

უფასო კონვერტორი 900+ ფორმატის წყვილისთვის: სურათი, PDF, Word, პრეზენტაცია, წიგნი, აუდიო, ვიდეო, ცხრილი და სუბტიტრი. ყველაფერი შენს ბრაუზერში ხდება, ფაილი ჩვენს სერვერზე არ იტვირთება.

რა ზომის ფაილი შემიძლია?

სტუმარს 30 MB-მდე, უფასო ანგარიშს 50 MB-მდე, ფასიანი პაკეტით 500 MB-მდე. იგივე ლიმიტი მოქმედებს Video Converter-ზე და ტრანსკრიპტისთვის საკუთარი ვიდეოს ატვირთვაზე.

როგორ მუშაობს ტექსტის გახმოვანება?

ჩასვი ტექსტი ან ატვირთე ფაილი (TXT, DOCX, PDF, სუბტიტრი), აირჩიე 300+ ხმიდან ერთი 75+ ენაზე, შეცვალე სიჩქარე, ტონი და ხმამაღლობა და ჯერ პრევიუში მოუსმინე. მიიღებ MP3-ს.

გახმოვანება უფასოა?

ყოველდღე სტუმარს 1000 სიმბოლო აქვს უფასოდ, ანგარიშს 2000. მერე 5 კრედიტი ყოველ 1000 სიმბოლოზე. ფასს ღილაკზე დაჭერამდე ხედავ.

შეიძლება ტექსტი გახმოვანებამდე ითარგმნოს?

კი. აირჩიე სხვა ენის ხმა და მონიშნე თარგმანი. თარგმანი ფასიანია და ფასი წინასწარ ჩანს; ნაჩვენებზე მეტს არასდროს ჩამოგაჭრით, ხოლო შეცდომისას კრედიტი ავტომატურად ბრუნდება.

დაკონვერტებული ვიდეო Premiere Pro-ში გაიხსნება?

კი. MP4 და MOV ინახება H.264-ით, მუდმივი კადრების სიხშირით და AAC 48 kHz სტერეო ხმით, ამიტომ Premiere, Final Cut და DaVinci Resolve ხსნის როგორც გამოსახულებას, ისე ხმას.

სად ვნახო, რაში დაიხარჯა ჩემი კრედიტები?

ჩემი ანგარიში → ისტორია. აქ ყველა მოძრაობა ჩანს მოკლე აღწერით: ტრანსკრიპტი, კლიპი, AI სტუდიო, გახმოვანება, თარგმანი, დაბრუნება, ყიდვა და თამაშის ჯილდო.

თამაშებში კრედიტის მოგება შეიძლება?

კი. ლოდინისას მინი თამაშში კარგი რაუნდი +5 კრედიტს გაძლევს (დღეში 25-მდე, დადასტურებული ანგარიში). კვირის #1 იღებს 60 კრედიტს, თვის #1 კი 180-ს.